Monday, March 29, 2010

რუსთაველის თეატრში გაიხსნა გამოფენა "რუსთაველის თეატრი მსოფლიო სცენაზე"

27 მარტს, 18 საათზე, რუსთაველის თეატრის ფოიეში გაიხსნა გამოფენა, "რუსთაველის თეატრი მსოფლიო სცენაზე", რომელიც თეატრის საერთასორისო დღეს ეძღვნება. ექსპონირებულია რუსთაველის თეატრის მუზეუმში დაცული პლაკატები და აფიშები,, რომლებიც ასახავს რუსთაველის თეატრის გასტროლებს უცხოეთის მრავალ ქვეყანაში. (გერმანია, პოლონეთი, რუსეთი, უკრაინა, საფრანგეთი, მექსიკა, ავსტრალია, ბულგარეთი, ინგლისი, ისლანდია, ამერიკის შეერთებული შტატაები და ასე შემდეგ) რუსთაველის თეატრი მონაწილეობდა ედინბურგის, სერვანტინოს, ადელაიდას, პერტის, იერუსალიმის, ათენის, ჩეხოვის, რეიკიავიკის, სტამბულის, ადანას, შექსპირის მეთერთმეტე საერთაშორისო ფესტივალებში.