Monday, April 19, 2010

ქართული ტელეარხების ვებ გვერდები




ტელეკომპანია "რუსთავი2" ,  საქართველოში 1994 წლიდან მაუწყებლობს, ერთ–ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული და პოპულარული არხია. mas sakuTari  veb-gverdic aqvs. www.rustavi2.com
ტელეარხის ინტერნეტ გვერდზე მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს რუსთავი2–ის ტელეპროგრამას, გადაცემებს, მოიძიოს მისთვის საინტერესო დაარქივებული მასალა და  შეუძლია ნახოს  პირდაპირი ეთერი. რაც შეეხება საიტის დიზაინს, ჩემი აზრით ზედმეტად აჭრელებულია და გადატვირთულია. ქაოსისი ასოციაციას ქმნის და ინტერენეტ მომხმარებელს ზედმეტ დროს აკარგვინებს საიტზე ორიენტირებაში. კარგია ის რომ ახლაი ამბები ვებ–გვერდზე მნიშვნელობის და პერიოდულობის მიხვედითაა განთავსებულუი, რაც მომხმარებლისთვის  ძალიან ხელსაყრელია



 1არხი,იგივე საზოგადოებრივი არხი, პირველი ქართული ტელეარხია, მასაც აქვს საკუთარი ვებ–გვერდი. www.1tv.ge საიტის პირველ გვერდზე მოთავსებული ფოტო, ტეექსტური თუ ვიდეომასლა მომხმარებელს საშუალებას აძლევს მისთვის სასურველი ინფორმაცია ნახოს, ასევე შეუძლია უყუროს მის გადაცემებს პირდაპირ ეთერში, ვებ–გვერდზე საძიებო სისტემაც აქვს. რაც შეეხება დიზაინს, არ არის გადატვირთული ბევრი ფერით მაგრამ ეს მკაცრი წითელი და შავი ფერი, წოტა დაძაბულობას ქმნის.   




ტელეკომპანია "იმედი" 2001 წელს დაარსდა და მაუწყებლობა 2003 წელს დაიწყო. ის ყოველთვის მაღალი რეიტინგით გამოირჩეოდა. არხი მომხმარებელს ინტერნეტ საიტსაც სთავაზობს, http://www.imedi.ge/ თუმცა მისი ვებ–გვერდი ამჯამად ტესტირების რეჯიმშია და ხარვეზები აქვს, მაგალითად არ გააჩნია არქივი. რაც შეეხება დიზაინს, ფერები სწორადაა შერჩეული, რასაც ვერ ვიტყვით მასალების განლაგებაზე, არ ხდება ყოველდღიური პროგრამის განახლება რიცხვის შეცვლისთანავე .






itv პირველი ქართული ინტერნეტ ტელევიზიაა, მას მომხმარებელი დადებითად შეხვდა და დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს. საიტის დიზაინიც ჩემი აზრით კარგადაა გაკეთებული,,საიტი თემატურადაა დაყოფილი.მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს ინფორმაციას საიტის შესახებ,ასევე უყუროს გადაცემებს, მონაწილეობა მიიღოს საიტზე განთავსებულ ინტერნეტგამოკითხვაში და სხვა. აქვს კალენდარიც თუმცა ინფორმაციის განახლების პრობლემა აქვს. 

No comments:

Post a Comment