Sunday, June 13, 2010

ინდოეთი–გოა





გოა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილია, რომლის ოქროსფერი პლაჟები, ნოტიო ტროპიკების უმდიდრესი ბუნება გოას პროვინციას განუმეორებლობას და იდუმალებას ანიჭებს. გოა-ეს ის ადგილია სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ისე დაისვენოს, როგორც მას სურს. თუ პლაჟზე მოგწყინდებათ, შეგიძლიათ ველურ ბუნებაში გაისეირნოთ და გაეცნოთ ადგილობრივთა წესჩვეულებებს.



გოა - უპირველეს ყოვლისა ეს არის შესანიშნავი სასტუმროები და კარგად ორგანიზებული დასვენების ინფრასტრუქტურა .მეორე - დიდებული პლაჟები და თბილი ზღვა. პრაქტიკულად მთელი დღე პლაჟზე არ მოიწყენთ, აქ ბანაობენ, მზის აბაზანებს იღებენ, წყლის ველოსიპედებით სეირნობენ , ეცნობიან წყალქვეშა სამყაროს. პირდაპირ პლაჟზეა პატარა კაფეები , სადაც ძალიან იაფად და სწრაფად მოგიმზადებენ ზღვის პროდუქტებს. 


იყავით ყურადღებით!!!

სასტუმროს გარეთ სეირნობისას ქალები უნდა მოერიდნონ მოკლე კაბების ჩაცმას და შიშველი მხრების გამოჩენას. ძვირფასი ნივთები შეინახეთ სასტუმროს სეიფში.ნუ დატოვებთ ნივთებსა და ფულს სხვის დასანახად. მოერიდეთ წყლის დალევას ონკანიდან. ხელები და ხილ-ბოსტნეული საგულდაგულოდ დაიბანეთ და გარეცხეთ. აუცილებლად იქონიეთ ჰიგიენური ხელსაწმენდი.



სუვენირები

სუვენირის სახით შეგიძლიათ შეიძინოთ ინდური ქსოვილები: ქაშმირი, აბრეშუმი და რადჯასტანის ბამბა. ასევე-ჩაი,ნაირნაირი საკმაზებით. პილპილი,კუმკუმა,შაფრანი,კორიცა,არომატული ფხვნილები და.ა.შ. გახსოვდეთ მათი გატანა ქვეყნის გარეთ ხელჩანთით აკრძალულია,მხოლოდ ბარგით. ასევე ბარგით უნდა გაიტანოთ: ოქროს,ვერცხლის,სპილენძის,ლატუნის,ბრინჯაოს ინკრუსტრირებული სამკაულები. ინდოეთში ძალიან ბევრია თიხის,სპილენძის,ბრინჯაოს,მინის,ხის,ბამბუკისა და ინდური თხილისაგან დამზადებული სხვადასხვა ფიგურები.აქ გამყიდველებს აუცილებლად უნდა შეევაჭროთ. შევაჭრება არ ხდება მხოლოდ დიდ სუპერმარკეტში, სადაც ფიქსირებული ფასებია.



სამზარეულო

ინდური კულინარია ერთერთი ძველი და პოპულარულია მთელ მსოფლიოში. სამზარეულოს ძირითადი კომპონენტებია: ბოსტნეული ”საბჯი”, (ინდოელთა უმრავლესობა ხორცს არ ჭამს). თევზი,ბრინჯი,ცომეული და ლავაში. ასევე რძის პროდუქტები. ინდური სამზარეულოს მრავალფეროვნებას უბრალოდ თვლა არა აქვს. ადგილობრივი მზარეულების სავიზიტო ბარათი სხვადასხვა საკმაზებია,რომლებსაც პრაქტიკულად ყველანაირ საკვებში იყენებენ. სახელგანთქმული საწებელი (კარი) ეს არის მრავალფეროვანი რეცეპტურის ჯგუფი, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ კერძს, განუმეორებელ გემოს აძლევს.

ინდოეთში ძალიან პოპულარულია ჩაი, რომელსაც ზოგჯერ რძით და საკმაზებით შეზავებულს სვამენ, ასევე პოპულარულია ყავა, ახალი წვენები და ხილიანი წყლები. სუფრასთან მიღებული არ არის სპირტიანი სასმელები. კერძების უმრავლესობას ცივ წყალს აყოლებენ.




ტრანსპორტი

ყველაზე იაფი ტრანსპორტი ქალაქებში ავტობუსებია, საკმაოდ თანამედროვე და იაფი. ქვეყანაში ტაქსის სამი სახეობაა: ჩვეულებრივი, მოტო და ველორიქშები. გადაყვანის ფასები საკმაოდ იაფია და დაახლოებით 10 რუპიაა ჩვეულებრივი ტაქსით 1კმ-ზე. 5 რუპია მოტორიქშით და 2-3 რუპია ველორიქშით. წესით ტაქსისტები ვალდებული არიან ჩართონ მრიცხველი, თუმცა ამას არ აკეთებენ თუ მათ ტურისტი ჩაუჟდებათ. ნიუ დელიში არის მეტროპოლიტენი სადაც მგზავრობა სულ 5რუპია ღირს.

No comments:

Post a Comment