Sunday, June 13, 2010
ინდოეთი–გოა
გოა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილია, რომლის ოქროსფერი პლაჟები, ნოტიო ტროპიკების უმდიდრესი ბუნება გოას პროვინციას განუმეორებლობას და იდუმალებას ანიჭებს. გოა-ეს ის ადგილია სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ისე დაისვენოს, როგორც მას სურს. თუ პლაჟზე მოგწყინდებათ, შეგიძლიათ ველურ ბუნებაში გაისეირნოთ და გაეცნოთ ადგილობრივთა წესჩვეულებებს.
გოა - უპირველეს ყოვლისა ეს არის შესანიშნავი სასტუმროები და კარგად ორგანიზებული დასვენების ინფრასტრუქტურა .მეორე - დიდებული პლაჟები და თბილი ზღვა. პრაქტიკულად მთელი დღე პლაჟზე არ მოიწყენთ, აქ ბანაობენ, მზის აბაზანებს იღებენ, წყლის ველოსიპედებით სეირნობენ , ეცნობიან წყალქვეშა სამყაროს. პირდაპირ პლაჟზეა პატარა კაფეები , სადაც ძალიან იაფად და სწრაფად მოგიმზადებენ ზღვის პროდუქტებს.
იყავით ყურადღებით!!!
სასტუმროს გარეთ სეირნობისას ქალები უნდა მოერიდნონ მოკლე კაბების ჩაცმას და შიშველი მხრების გამოჩენას. ძვირფასი ნივთები შეინახეთ სასტუმროს სეიფში.ნუ დატოვებთ ნივთებსა და ფულს სხვის დასანახად. მოერიდეთ წყლის დალევას ონკანიდან. ხელები და ხილ-ბოსტნეული საგულდაგულოდ დაიბანეთ და გარეცხეთ. აუცილებლად იქონიეთ ჰიგიენური ხელსაწმენდი.
სუვენირები
სუვენირის სახით შეგიძლიათ შეიძინოთ ინდური ქსოვილები: ქაშმირი, აბრეშუმი და რადჯასტანის ბამბა. ასევე-ჩაი,ნაირნაირი საკმაზებით. პილპილი,კუმკუმა,შაფრანი,კორიცა,არომატული ფხვნილები და.ა.შ. გახსოვდეთ მათი გატანა ქვეყნის გარეთ ხელჩანთით აკრძალულია,მხოლოდ ბარგით. ასევე ბარგით უნდა გაიტანოთ: ოქროს,ვერცხლის,სპილენძის,ლატუნის,ბრინჯაოს ინკრუსტრირებული სამკაულები. ინდოეთში ძალიან ბევრია თიხის,სპილენძის,ბრინჯაოს,მინის,ხის,ბამბუკისა და ინდური თხილისაგან დამზადებული სხვადასხვა ფიგურები.აქ გამყიდველებს აუცილებლად უნდა შეევაჭროთ. შევაჭრება არ ხდება მხოლოდ დიდ სუპერმარკეტში, სადაც ფიქსირებული ფასებია.
სამზარეულო
ინდური კულინარია ერთერთი ძველი და პოპულარულია მთელ მსოფლიოში. სამზარეულოს ძირითადი კომპონენტებია: ბოსტნეული ”საბჯი”, (ინდოელთა უმრავლესობა ხორცს არ ჭამს). თევზი,ბრინჯი,ცომეული და ლავაში. ასევე რძის პროდუქტები. ინდური სამზარეულოს მრავალფეროვნებას უბრალოდ თვლა არა აქვს. ადგილობრივი მზარეულების სავიზიტო ბარათი სხვადასხვა საკმაზებია,რომლებსაც პრაქტიკულად ყველანაირ საკვებში იყენებენ. სახელგანთქმული საწებელი (კარი) ეს არის მრავალფეროვანი რეცეპტურის ჯგუფი, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ კერძს, განუმეორებელ გემოს აძლევს.
ინდოეთში ძალიან პოპულარულია ჩაი, რომელსაც ზოგჯერ რძით და საკმაზებით შეზავებულს სვამენ, ასევე პოპულარულია ყავა, ახალი წვენები და ხილიანი წყლები. სუფრასთან მიღებული არ არის სპირტიანი სასმელები. კერძების უმრავლესობას ცივ წყალს აყოლებენ.
ტრანსპორტი
ყველაზე იაფი ტრანსპორტი ქალაქებში ავტობუსებია, საკმაოდ თანამედროვე და იაფი. ქვეყანაში ტაქსის სამი სახეობაა: ჩვეულებრივი, მოტო და ველორიქშები. გადაყვანის ფასები საკმაოდ იაფია და დაახლოებით 10 რუპიაა ჩვეულებრივი ტაქსით 1კმ-ზე. 5 რუპია მოტორიქშით და 2-3 რუპია ველორიქშით. წესით ტაქსისტები ვალდებული არიან ჩართონ მრიცხველი, თუმცა ამას არ აკეთებენ თუ მათ ტურისტი ჩაუჟდებათ. ნიუ დელიში არის მეტროპოლიტენი სადაც მგზავრობა სულ 5რუპია ღირს.
ყველაზე აქტუალური თემა "ზაგარი"
საცხი ან ლოსიონი ავტოგარუჯვის ეფექტით
თითქმის ყველა მაღაზიაში იყიდება. ფასს მწარმოებლის მარკა განსაზღვრავს. ყველაზე მცირე - 6 ლარიდან ზევით. შედეგი? ზოგს რამდენიმე წუთში აქვს (შემადგენლობას და კანის ფერს), მაგრამ ზუსტი შერჩევისას რეგულარული გამოყენების დაახლოებით 1,5-2 კვირის მანძილზე თვალშისაცემი ნამზეური ჯდება.
პლუსები
• ყველაზე სწრაფი და უსაფრთხო საშუალებააო;
• შეიძლება ტანის დამატენიანებელი ლოსიონის ფუნქციის შესრულებაც;
• ხაზს უსვამს ნატურალურ ნამზეურს (თუ ის უკვე არის, რა თქმა უნდა);
• შედარებით იაფია;
მინუსები
• ღია ფერის კანზე კვალს ტოვებს, ხანაც ლაქებად აჩნდება;
• არაა რეკომენდებული ჰორმონალური დაავადებებითა და კანის დაავადებით სნეული ადამიანისთვის;
• არ იძლევა ფერის წინასწარ განსაზღვრის საშუალებას;
• ხანდახან კანს ზედმეტად ყვითელ, არაბუნებრივ ელფერს აძლევს;
• არ უზრნველყოფს მზისგან დაცვას;
• ხშირად აქვს სპეციფიკური, არცთუ სასიამოვნო სურნელი;
აირ არტ
სტანდარტული სალონური პროცედურა. ტექნოლოგია მარტივია: კოსმეტოლოგი საგანგებო ხელსაწყოთი ტანზე ანაწილებს, უფრო სწორად ტანს დამტვერავს ლოსიონით, რომელიც შაქრის ლერწმის პიგმენტის საფუძველზეა შექმნილი. ტანზე ამ პიგმენტის მოხვედრისთანავე სხეული სასიამოვნო ბრინჯაოსფერს იღებს.
პლუსები
• უსაფრთხო საშუალებაა, ფსორიაზის, პიგმენტური ლაქებისა და კანის სხვა დაავადების დროსაც შეიძლება გამოყენება.
• კანს გადაჭიმავს და აახალგაზრდავებს, ეს შაქრის ლერწმის პიგმენტის წყალობით ხდება.
• პროცედურიდან 5-10 დღეში თანამრად გადადის კანიდან, ლაქების გარეშე.
• სამოსზე ლაქებს არ ტოვებს
• პროცედურამდე ტანის კანს პილონგი უკეთდება, რასაც დამოუკიდებელი დადებითი ეფექტი აქვს: კანს არბილებს და ფრთხილად წმენდს.
მინუსები
• საკმაოდ ძვირი ღირს და ზემოქმედება ხანმოკლე აქვს
• საშინაო პირობებში მისი გაკეთება შეუძლებელია
• მზისგან დაცვას არ უზრუნველყოფს
მზე
კომენტარი ზედმეტია. მზეზე ნებივრობა პლაჟზეც შეიძლება, და ბებოს აგარაკზეც, ამბობენ, ფერიაო სხვადასხვა, მაგრამ სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ყველაფერი კანის ტიპზე და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული.
პლუსები
• ყველაზე თანაბარი და ბუნებრივი ფერი
• სისხლში ცილების რაოდენობას ზრდის, ფერმენტების აქტიურობას განაპირობებს. მათი ზემოქმედებით ძლიერდება იმუნიტეტი, ჩქარდება D ვიტამინის გამოყოფა, მაგრდება კუნთები და ძვლები, ეხმარება დეპრესიასთან და სტრესთან ბრძოლას.
მინუსები
• ზრდის კანის და მკერდის სიმსივნის რისკს
• კანის ნაადრევ დაბერებას იწვევს (თუ ადამიანი დღეში 30 წუთზე მეტხანსაა მზეზე)
• მზის დარტყმის საშიშროება არსებობს, ამიტომ ზედმეტი გულმოდგინება საჭირო არაა.
სოლარიუმი
დრეს გარუჯვის ყველაზე პოპულარული საშუალებაა. ჰორიზონტალური, ვერტიკალური ანუ ტურბოსოლარიუმი. პირველში სანატურები უფრო სუსტია, მეორეში - უფრო მძლავრი.
პლუსები
• თანაბარი ნამზეურის მიღება ზამთარშიც და ზაფხულშიც ერთნაირი წარმატებით შეიძლება.
• საკმაოდ სწრაფი და არც ისე ძვირია
• კანის ელასტიურობაზე დამანგრეველი ზემოქმედება არ აქვს. თანამედროვე სოლარიუმებში არაა მავნე (კოლაგენისა და ელასტინის გამანადგურებელი) ჩ-სხივები.
მინუსები
• უამრავი უკუჩვენება. გულ-სისხლძარღვთა დაავადების, ტუბერკულოზის აქტიური ფორმით, ბრონქიალური ასთმით, სისხლის სხვა დაავადებებით, ფარისებრი ჯირკვლების მაღალი ფუნქციით, სიმსივნური წარმონაქმნებით, ვენების ვარიკოზული გაგანიერებით, ანთებითი პროცესებით შეწუხებულ ადამიანებს და ფეხმძიმეებს სოლარიუმის სტუმრობას არავინ ურჩევს. თუ მაღალი სიცხე გაქვთ, ჰორმონალური პრეპარატების, ანტიბიოტიკების, ფსიქოტროპული და შარდმდენი ნივთიერებების მიღების შემთხვევაში (ეს ნივთიერებები კანს უფრო მგრძნობიარეს ხდიან და ამიტომ ადვილად დაიწვებით).
• გამონაყარს აღიზიანებს და ამრავლებს;
• კანის ფოტოდაბერებას იწვევს;
• მელანომის (კანის ავთვისებიანი სიმსივნე) განვითარების რისკს ზრდის (განსაკუთრებული რისკია ნათელი კანის ადამიანებისთვის, რომელთაც ღია ან წითური თმა აქვთ)

ტაილანდი
პატაია
ეს არის არა მხოლოდ ტაილანდის, არამედ მთელი აზიის საუკეთესო კურორტი. ბოლო წლებში პატაია სულ უფრო იმყარებს ოჯახური დასვენებისთვის საუკეთესო კურორტის იმიჯს. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობა პლაჟები გახლავთ, რომლის გასწვრივაც ჩამწკრივებულია: კაფე-ბარები, რესტორნენი და მაღაზიები. აქ გართობისა და დასვენების უდიდესი არჩევანია. წყლის თხილამურები, აკვალანგები, ვიდსერფინგი, დაივინგი, პარასეილინგი და ა.შ. შეგიძლიათ ითამაშოთ ჩოგბურთი, ბოულინგი, ბილიარდი, გოლფი, ისეირნოთ ცხენით და სხვ. მხოლოდ ტაილანდში შეგიძლიათ ნახოთ მსოფლიოში უდიდესი ნიანგების ფერმა, გაწვრთნილი სპილოების შოუ, დატკბეთ ნაციონალური ცეკვებით. მოინახულოთ ტაილანდის სახელგანთქმული ტაძრები ,,მინი სიამის’’ მონიატურულ პარკში. გაერთოთ აკვაპარკის ატრაქციონებით და ცოტათი მოდუნდეთ ტრანსვისტიტების შოუზე კაბარე ,,ალკაზარში’’.
პხუკეტი
ანდამანის სანაპიროს მარგალიტი (იგი ფორმით უსწორმასწორო მარგალიტს წააგავს). ტურისტებს პხუკეტი თავისი ტროპიკული ბუნებითა და სუფთა წყლით იზიდავს. გარდა კომფორტული დასვენებისა თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ქალაქის დიდებულ არქიტექტორულ ძეგლებს, რომელიც ჩინურ-პორტუგალიურ სტილშია ნაგები. მოინახულოთ ნაციონალურ პარკში აკვარიუმი ან ზღვის მარგალიტების ფერმა. საზღვაო სეირნობის მოყვარულებს შეუძლიათ კატერით გაემგზავრონ კუნძულ პხი-პხიზე, სადაც თითქმის ველური ბუნება და პლაჟებია. პხუკეტი ცნობილია სპორტის საწყალოსნო სახეობებით: დაივინგი, სერფინგი, წყლის თხილამურები, სეირნობა სკუტერით და ა.შ. პხუკეტი ქვეყნის იახტ-ცენტრია, აქვეა ასევე მსოფლიო სტანდარტების მქონე გოლფ-კლუბი. ასე რომ, თუ გსურთ დაიმუხტოთ წარუშლელი შთაბეჭდილებით, ეწვიეთ პხუკეტს.
სამუი
ტაილანდის სიდიდით მესამე კუნძული. აქ დასვენების ხიბლი და რომანტიკა, სიწყნარე და განმარტოვებაა, რასაც ხელს უწყობს ამ ტროპიკული კუნძულის ლანდშაფტი, ქოქოსის პალმების ხეივნები და ადგილობრივი მცხოვრებლების კეთილგანწყობა. სამუიზე წყალქვეშა ცურვის სპეციალისტები დაგეხმარებათ მოახდინოთ დამოუკიდებული მოგზაურობა ზღვის ფსკერზე. სანაპიროზე შეგიძლიათ ითამაშოთ: გოლფი, ფეხბურთი, ფრენბურთი, ჩოგბურთი და სხვ. სამუის მთავარი ღირსშესანიშნაობებია - ორი ჩანჩქერი: ხინ ლატი და 30 მეტრი სიგანის მქონე ნა-მუანგი, ასევე წყალქვეშა ნაციონალური პარკი ანგ ტხონგი, ბატ ხინ ნგუ-ს დიდებული ტაძარი ბუდას ოქროს ქანდაკებით და ორიგინალური ,,მაიმუნების თეატრი’’.
ჩანგი
ეს კუნძული ბოლო წლებში სულ უფრო პოპულარული ხდება პირველყოფილი ბუნებისა და მშვიდად დასვენების მოყვარულთათვიოს. ჩანგი სიდიდით მეორე კუნძულია ტაილანდში და ქვეყნის კულტურულ ცენტრად ითვლება. კუნძულის ბუნება ერთდროულად განაწყობს ტურისტებს როგორც მშვიდი, ასევე აქტიური დასვენებისთვის. ძალიან კარგი პირობებია სამთო ტურიზმისთვის. სანაპირო წყლები და მარჯნის კუნძულები შესანიშნავ პირობებს ქმნიან დაივინგის მოყვარულებისათვის. გურმანებისთვის ზღვის პროდუქტების დიდი არჩევანია. კუნძულის ატმოსფერო ყველა პირობას უქმნის დამსვენებელს, ერთდროულად შეათავსოს ორი სიამოვნება ერთად - როგორც ხორციელი, ასევე სულიერი.
პხი-პხი
ტაილანდის ორი ტყუპისცალი კუნძული, რომელიც მსოფლიოში ცნობილი გახდა აქ გადაღებული მხატვრული ფილმის „პლაჟის’’ შედეგად. ხელუხლებელი თეთრი პლაჟები, ფირუზისფერი ლაგუნები, დიდებული კლდის ქიმები, აი რით გვხიბლავს ეს კუნძული. აქ ძირითადად დაივერები და ახალგაზრდები არიან. ორივე კუნძული ენითაუწერელი სილამაზით გამოირჩევა, ერთმანეთს დიდებულად ერწყმის ლაჟვარდოვანი ზღვა, პლაჟი, ტროპიკული მცენარეულობა და იქვე ზღვასთან მდებარე, რამდენიმე ათეული მეტრი სიმაღლის კლდის ქიმები. პხი-პხიზე არ არის საავტომობილო გზა, აქ გადაადგილება ნავებითა და კანოებით ხდება, ეს კუნძულები იმისთვის არის შექმნილი რომ ადამიანმა მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს ბუნებისაგან.
კრაბი
სამხრეთ ტაილანდის ყველაზე ლამაზი პროვინცია „ათასი კუნძულის ქვეყანა“. ულამაზესი პლაჟებითა და მცენარეულობით, კრისტალურად სუფთა ოკეანის წყლითა და სასიამოვნო გრილი ქარით. კრაბი მსოფლიოშია ცნობილი კარსტული მღვიმეებით, ფანტასტიური პეიზაჟებით და უცნაური ფორმების კლდეებით. ამიტომაც აქ თითქმის ყველა კუნძულზე მოქმედებს კლდეზე ცოცვის შემსწავლელთა სკოლა.ზემოთჩამოთვლილი კომპონენტების წყალობით კრაბი სულ უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში, განსაკუთრებით, დაივინგის, ვიდსერფინგისა და იახტით გასეირნებით მოყვარულთათვის. კრაბის მთავარი ღირსშესანიშნაობებია: ნაციონალური პარკები „ტან ბოკარანი“, „კაოპანონ ბენჩა“ და გამოქვაბულები „ტამ პრტა ნანგ ნოკი“ და „ტამ სუა“ (ვეფხვის გამოქვაბული).
ხუა ხინი
ტაილანდის უძველესი კურორტი. იგი გასული საუკუნის 20-იან წლებში გაიხსნა და დღემდე ხიბლავს ტურისტებს. უგრძესი სუფთა პლაჟები ანანასის პალმებით, თეთრი სილა, კრისტალურად სუფთა ზღვა - ეგზოტიკა, რომელიც ტურისტებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან იზიდავს. ხუა ხინი ყველას აძლევს საშუალებას მიიღოს უდიდესი სიამოვნება აქ გატარებული დღეებიდან. მთავარი ღირსშესანიშნაობა, რომლითაც ამაყობს ხუა ხინი სამასი მწვერვალის ნაციონალური პარკია. მას განცვიფრებაში მოჰყავს მნახველი ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით. ეს კუნძული დიდი ხნით დაგმუხტავთ სასიცოცხლო ენერგიითა და ბედნიერების შეგრძნებით. თქვენ აუცილებლად გაგიჩნდებათ აქ დაბრუნების სურვილი.
Monday, April 19, 2010
ქართული ფოტოს ისტორია
საქართველოში პირველი კერძო ფოტოსტუდიები 1840-იან წლებში გაიხსნა. პირველი ქართველი ფოტოგრაფი, რომელსაც საკუთარი სტუდია ჰქონდა იყო ალექსანდრე როინიშვილი (1846-98). ვ. ხლამოვის ხელშეწყობით თბილისში გიახსნა სტუდია "რემბრადტი". 1880-89 წლებში ა.ლექსანდრე როინიშვილმა იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, დროებით კი დასახლდა თელავში. ფეხით მოიარა დაღესტანი, სადაც თემირ-ხან-შურაში (ახლანდელი ქ. ბუინაქსკი) რვა წელი იცხოვრა და ქართული კულტურის მრავალ საყურადღებო წყაროს წააწყდა. მოგზაურობისას იღებდა გეოგრაფიულად თუ ეთნოგრაფიულად საინტერესო მასალას.
ალექსანდრე როინიშვილის შემოქმედების ძირითადი თემა ქართველი ერის ცხოვრება, მათი ეკონომიკური და სოციალური ყოფა იყო. გამოსცა ძველი ლიტერატურისა და ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეთა დიდი ფორმატის სურათები, შექმნა რუსთაველის პირველი გრაფიკული პორტრეტი, რომლის ათასობით ფოტოასლი გავრცელდა ხალხში.
ალექსანდრე როინიშვილმა წლების განმავლობაში შეკრებილი სიძველეთა ნიმუშებითა და უძვირფასესი ფოტოსურათებით შექმნა ეროვნული მოძრავი გამოფენა, რომლითაც 1887 წლიდან იმოგზაურა რუსეთში, ასტრახანის, მოსკოვის და პეტერბურგის საზოგადოებას, ნაცვლად ეგზოტიკური კავკასიური სიუჟეტებისა, გააცნო ქართველი ხალხის ძველი კულტურა და თავისთავადი ყოფის ამსახველი ნაწარმოებები.
ალექსანდრე როინიშვილი - პირველი მესურათხატე დაიბადა დუშეთში, ღარიბი ხელოსნის ოჯახში. ალექსანდრე როინიშვილმა შთამომავლობას დაუტოვა მდიდარი ფოტოკოლექცია სადაც აღწერა იმდროინდელი საქართველოს და კავკასიის ხალხების ყოფა, კულტურა ცნობილი საზოგადო მოღვაწეების ფოტო პორტრეტები.
ალექსანდრე როინიშვილს 1889-1898 წლებისთვის თბილისში უკვე სამი ფოტოსტუდია ქონდა, თანამშრომლობდა ფრანგულ ჟურნალთან და ქართულ გამომცემლობებთან: :ბუნების კარი” და ”ქართველთან ტომი”. ალექსანდრე როინიშვილი გარდაიცვალა 1898 წლის 11 მაისს.
ალექსანდრე როინაშვილის გარდაცვალების შემდეგ, მისი ქონება თავისივე ანდერძის მიხედვით, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადაეცა. მალევე, მისი ფოტოსალონიც დაიხურა და ფოტოებისა და ნეგატივების უმეტესობა გაიყიდა, სამუზეუმო ექსპონატები კი სხვადასხვა მუზეუმებს გადაეცა. დაკრაძალულია თბილისში, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ალექსანდრე როინიშვილმა გამოზარდა ქართველი ფოტოგრაფები: ი. აბულაძე, ი. ანთაძე, ი. გუნცაძე, ზ. ლაბაური, ვ. როინიშვილი, ი. როსტომაშვილი, გ. ხუნდაძე, ი. ფურცელაძე და სხვები.
80-იან წლებში ფოტოსტუდიები ძალიან მომრავლდა. თბილისში დიდი პოპულარობით სარგებლობდა დ. ერმაკოვის სტუდია. ერმაკოვმა იმოგზაურა კავკასიის სხვადასხვა კუთხეში და დიდძალ ფოტომასალას მოუყარა თავი; შეკრიბა საქართველიში მოღვაწე ფოტოგრაფთა ნამუშევრები, დაახარისხა თემატურად და ცალ-ცალკე ალბომებად შეკრიბა. ზოგი მათგანი საზღვარგარეთის მუზეუმებს (პარიზი, ლონდონი) გაუგზავნა, რამდენიმე კი დღეს საქართველოს ხელოვნების მუზეუმის კუთვნილებაა.
XIX საუკუნის დამლევს საქართველოში შეიქმნა სრულიად საქართველოს მხატვარ-კალიგრაფების საზოგადოება. იმ დროინდელი ფოტოგრაფია უტილიტარული, ყოფითი ხასიათისა იყო. იშვიათობას წარმოადგენდა განყენებულ თემაზე შექმნილი სურათები. ეს აიხსნება იმით, რომ "ხილული მეხსიერება", როგორც ზოგჯერ ფოტოგრაფიას უწოდებენ, კერძო პირთა ყოველდღიურ საჭიროებას ემსახურებოდა.
XX საუკუნის დასაწყისში ხარისხობრივად შეიცვალა ქართული ფოტოგრაფია, სალონური, კამერული თემატიკა შეცვალა სინამდვილის ამსახველმა სურათებმა. გაძლიერდა ფოტოგრაფიის სოციალური ჟღერადობა, გაფართოვდა ფოტოგრაფიული სურათის, როგორც სიმართლის ამსახველი დოკუმენტის ფუნქცია

Monday, April 12, 2010
მუზეუმი
რუსთაველის თეატრის მუზეუმი ოფიციალურად 1932 წელს შეიქმნა (ბრძანება ¹105 01. 09. 1932 წ.). მისი პირველი გამგე და სულისჩამდგმელი თეატრის მსახიობი ია ქანთარია იყო. იგი წლების განმავლობაში აგროვებდა და ინახავდა იმ ისტორიულ მასალას, რომლის საფუძველზე შეიქმნა და შეივსო მუზეუმის ფონდები.
მუზეუმის ცხოვრება არასდროს ყოფილა მშვიდი, ქვეყნის ყველა ისტორიული მოვლენა მის არსებობაზე აისახა. მუზეუმს განადგურების საშიშროება გასული საუკუნის 30-იან წლებში დაემუქრა, სანდრო ახმეტელისა და მისი ,,ფაშისტური ჯგუფის” დაპატიმრების შემდეგ თეატრში გამოცხადდა შინსახკომის წარმომადგენელი, რომელმაც მოითხოვა ახმეტელთან და მსახიობებთან დაკავშირებული მასალის ფონდებიდან ამოღება და განადგურება. ბატონებმა პაპუნა წერეთელმა და ესტატე ბერიაშვილმა მომავალ თაობებს სიცოცხლის რისკის ფასად შემოუნახეს უნიკალური ისტორიული საგანძური, თეატრის ეზოში ძველი გაზეთებისა და უსარგებლო ქაღალდების კოცონი გააჩაღეს და მეორე დღეს “სამუზეუმო მასალის განადგურების აქტი” მთავრობის წარმომადგენელს ჩააბარეს. ბატონმა ესტატე ბერიაშვილმა თითოეული ფურცელი მალულად შინ გადაიტანა, 20 წელი რუდუნებით მოუარა და 1956 წელს მუზეუმს დაუბრუნა. მუზეუმმა ფუნქციონირება შეწყვიტა 1941-45 წლებში II მსოფლიო ომის დროს. კეთილშობილმა ადამიანებმა მუზეუმში დაცული ეროვნული საგანძური 1949 წლის ხანძარსაც გამოსტაცეს. მუზეუმი 90-იანი წლების თბილისის ომსაც გადაურჩა.
მუზეუმში მოქმედებს:
ხელნაწერთა განყოფილება (8 ათასი ერთეული) - (აკაკი წერეთლის უნიკალური ხელნაწერი პიესისა ,,გელა”, სარეპეტიციო ჩანაწერები ს. ახმეტელის სპექტაკლებისა ,,ლამარა”, ,,ანზორი”, ,,თეთნულდი” და სხვა).
ფოტო-ფონო განყოფილება - (35 ათასი ერთეული)
სახვითი განყოფილება (3 ათასი ერთეული) - (ლ. გუდიაშვილის, ე. ახვლედიანის, ი. გამრეკელის, ს. ქობულაძის, ს. ვირსალაძის, მ. მალაზონიას, გ. ალექსი-მესხიშვილის, სამეულის, მ. შველიძის, თ. ნინუასა და სხვათა ესკიზები).
სარეკლამო განყოფილება - აფიშები და პროგრამები გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან.
ბიბლიოთეკა (4 ათასი ერთეული, მათ შორის - რარიტეტები რუსულ, გერმანულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე).
მემორიალური ნივთები - (ალ. ახმეტელისა და თ. წულუკიძის და სხვათა)
საცნობარო განყოფილება - კატალოგი (რეპერტუარი, გასტროლები, მსახიობთა დატვირთვა, მხატვრები და რეჟისორები).
მუზეუმის ბაზაზე მოეწყო გამოფენები, დაიწერა სამეცნიერო ნაშრომები, გამოიცა რუსთაველის თეატრის შემოქმედებითი ცხოვრების ამსახველი ალბომები და წიგნები. მუზეუმის საცავებში დაცული ფონდები დღემდე მზარდია

Monday, March 29, 2010
რუსთაველის თეატრში გაიხსნა გამოფენა "რუსთაველის თეატრი მსოფლიო სცენაზე"
27 მარტს, 18 საათზე, რუსთაველის თეატრის ფოიეში გაიხსნა გამოფენა, "რუსთაველის თეატრი მსოფლიო სცენაზე", რომელიც თეატრის საერთასორისო დღეს ეძღვნება. ექსპონირებულია რუსთაველის თეატრის მუზეუმში დაცული პლაკატები და აფიშები,, რომლებიც ასახავს რუსთაველის თეატრის გასტროლებს უცხოეთის მრავალ ქვეყანაში. (გერმანია, პოლონეთი, რუსეთი, უკრაინა, საფრანგეთი, მექსიკა, ავსტრალია, ბულგარეთი, ინგლისი, ისლანდია, ამერიკის შეერთებული შტატაები და ასე შემდეგ) რუსთაველის თეატრი მონაწილეობდა ედინბურგის, სერვანტინოს, ადელაიდას, პერტის, იერუსალიმის, ათენის, ჩეხოვის, რეიკიავიკის, სტამბულის, ადანას, შექსპირის მეთერთმეტე საერთაშორისო ფესტივალებში.
Subscribe to:
Posts (Atom)